პროექტის დასახელება: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი
პროექტი ხორციელდება: საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრთან პარტნიორობით, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2014 წელი - ივლისი, 2015 წელი
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით 15 თებერვალს, თბილისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.
16 თებერვალს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ეწსრებოდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესაბაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
9 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციების პაკეტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას უზრუნველყონ სწრაფი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიება. ცნობილია, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარმართვა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) გმობს საფრანგეთში, პარიზში, 7 იანვარს ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაში ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, დაშავდა 10, ხოლო 4 - იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. ვიზიარებთ ფრანგი ხალხის მწუხარებას, და გამოვხატავთ გულწრფელ თანადგომასა და სოლიდარობას. მიგვაჩნია, რომ ტერორიზმს არა აქვს გამართლება და იგი სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმს, თანასწორობას, ადამიანის ღირსების პატივისცემას და გამოხატვის თავისუფლებას.
CDD - ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმში, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი გილოცავთ შობა - ახალ წელს! ახალი 2015 წელი ყოფილიყოს სიხარულის, წინსვლისა და წარმატებების წელი!
პროექტის დასახელება: აქტიურ მოქალაქეთა სკოლა - ახალი ინიციატივა მშვიდობიანი მომავლისათვის (II ეტაპი)
პროექტის ხორციელდება: Confidence Building Early Response Mechanism (COBERM) – a joint EU/UNDP initiative მხარდაჭერით..
პროექტის ხანგრძლივობა: ნოემბერი, 2014 წელი - იანვარი, 2015 წელი.
დღეს, 10 ნოემბერს, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.