პროექტის დასახელება: ახალი ინიციატივა მშვიდობიანი მომავლისათვის
პროექტის ხორციელდება: Confidence Building Early Response Mechanism (COBERM) – a joint EU/UNDP initiative მხარდაჭერით..
პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი – დეკემბერი, 2014 წელი.

2-04-2014

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მხარს უჭერს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივ ინიციატივას კამპანიას –,,ეს შენ გეხებას! ისევ გგვისმენენ!“ და მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის  უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

25-03-2014

მიიღე მონაწილეობა ვიდეოკლიპების კონკურსში "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!". კონკურსში მონწილეობა შეუძლია ყველას: სტუდენტებს, ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჯგუფს! იყავი კრეატიული! გამოხატე შენი პოზიცია! გაიმარჯვე და მიიღე პრიზი 500 აშშ დოლარის ოდენობით! ნუ დაკარგავ დროს! შემოგვიერთდით დღესვე!

21-03-2014

კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ვიწყებთ  აქციას  „1  საათი მოსმენების გარეშე“, რომელიც,  ფარული მიყურადებისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში მიღებამდე,  ყოველ პარასკევს,  13:00-დან 14:00 საათამდე  მობილური ტელეფონების გამორთვას გულისხმობს.

 

19-03-2014

10 მარტს სასტუმრო "რედისონში" "ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD), "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა" (IFES) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა – ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაიმართა.

10-03-2014

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების და მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. განახლებული კამპანიის სლოგანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!".

6-03-2014

შეხვედრას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ – ბატონ შტეფან ფულესა და ეროვნული პლატფორმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

4-03-2014

27 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ „მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების იდენტიფიკაცია-აღმოფხვრის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა მონაცემების მაქსიმალურად ზუსტი დადგენაა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საარჩევნო სიის მიმართ ნდობის გაზრდას.

28-02-2014

19 თებერვალს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი გახლდათ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარება და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის სათანადო ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.  

19-02-2014

15 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდ-ის ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი და გამოფენა, სადაც 40-მდე ორგანიზაცია იყო მიწვეული, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი. 

15-02-2014