პარტნიორთა ბანერები

2-06-2013

პროექტის დასახელება: არჩევანი შენზეა – 2013 

პროექტის ხორციელდება: საქართველოში აივ პრევენციის პროექტის ფარგლებში. RTI International–სა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)–ის ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტის ხანგრძლივობა: მაისი – დეკემბერი, 2013 წელი.

30-05-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარეს – ქეთევან ჩაჩავას BRIDGE ფასილიტატორის მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, მიენიჭა BRIDGE-ის ნახევრად აკრედიტებული ფასილიტატორის სერტიფიკატი, რომელიც მას საშუალებას ანიჭებს მონაწილეობა მიიღონ BRIDGE-ის მოდულების ჩატარებაში.

25-05-2013

2013 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

25-05-2013

განხორციელდა პროექტ “აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II“–ის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც პროექტში ჩართული ახალგაზრდებიდან შეირჩა რვა ყველაზე აქტიური მონაწილე და 2013 წლის, 13 – 18 მაისს, გაემგზავრნენ ესტონეთში, შემსწავლელ ვიზიტზე.

18-05-2013

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ. აღნიშნული დღე მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს.

17-05-2013

გაიმართა ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მე–5 სხდომა. განხილული იქნა ცვლილებების პაკეტი ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნა წამორდგენილი რიგი მოსაზრებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ.

8-05-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა, შერჩეული იქნა BRIDGE ფასილიტატორის მოსამზადებელ 2 კვირიან კურსზე მონაწილეობის მისაღებად. ფასილიტატორის მოსამზადებელი კურსი იყენებს “ტრენერთა ტრენინგის” მოდელს და მიზნად ისახავს საარჩევნო ტრენერების BRIDGE ფასილიტატორებად მომზადება-აკრედიტებას.

 

 

1-05-2013

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) გაიმართა 3 დღიანი ტრენინგი თემაზე: „ინსტიტუციური განვითარება და საორგანიზაციო გაძლიერება", რომელშიც 17 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა და განხორციელდა საქართველოში აივ პრევენციის პროექსტის მხარდაჭერით.

30-04-2013

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) გაიმართა ტრენინგი თემაზე: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და სოციალური მედია." აღნიშნულ პროექტში 17 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა და განხორციელდა საქართველოში აივ პრევენციის პროექსტის მხარდაჭერით.

30-04-2013