2 აგვისტოს, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული იქნა პრეზენტაცია, რომელზეც საქართველო ოფიციალურად ჩაება გაეროს გლობალურ გამოკითხვაში მსოფლიოში მდგრადობის გაუმჯობესებისათვის „ჩემი სამყარო / My World”. პრეზენტაციას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიის გაფართოვებული სხდომა. მასზე განხილული იქნა რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა და დარღვევებისა, რომელიც დაფიქსირებული იქნა პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ.
2013 წლის 24 ივლისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც 14 722 700 ლარით გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი. საიდანაც 13 554 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. 25 ივლისს, თოქ-შოუ “საჯარო პოლიტიკა” დაეთმო თემას - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
ამ წერილით გვინდა გთხოვოთ გააძლიეროთ თქვენი ძალისხმევა საქართველოში/რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ დააწესოს ახალი, გადაულახავი „საზღვრები“ და აღმართოს სხვადასხვა ფორმის ბარიკადები, მავთულხლართები, რკინაბეტონის კონსტრუქციები, კედლები, მიწათხრილები საქართველოს ტერიტორიაზე.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში იქნა გატარებული (რეგ. განკარგულება №194 16.07.2013) როგორც 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაცია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდმარე ქეთევან ჩაჩავა.
ამერიკის შეერთებული შტატების 237 – ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აშშ–ს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძებას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა."