2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღის საინფორმციო ცენტრი: Call – ცენტრი, იურისტთა ცენტრი და ანალიტიკური ცენტრი განთავსებული იყო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ოფისში: ბუდაპეშტის I შესახვევი N 3.
არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და/ან მოწოდების მიზნით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 790 333 111
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) კონტიტუციის 42-ე მუხლთან პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგს 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელებს.
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლები, საქართველოს 10 რეგიონის მასშტაბით, საოლქო საარჩევნო კომისიებიდან – საარჩევნო უბნებზე მასალების დაგზავნის პროცესს აკვირდებიან.
CDD-ს სადამვირვებლო მისიის წევრები, USAID–სა და EEDC–ს წარმომადგენლებთან ერთად, ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებისა და სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულების საკითხების შესწავლის მიზნით ეწვივნენ # 8 და # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
22 ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო საარჩევნო მედიაცენტრმა, რომლის მეშვეობითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს მიაწვდიან საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მოწვევით განახორციელა ტრენინგები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საარჩევნო ბიულეტინებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭვდის პროცესს დააკვირდება.
15 ოქტომბრიდან – 25 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოკლევადიან დამკვირვებელთა ტრენინგები საქართველოს 10 რეგიონში წარმომადგენელთათვის.
16 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების – სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან.