საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები ევროკავშირს ესტუმრნენ. პირველი შეხვედრა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გაიმართა. მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს ევროკავშირის სხვადასხვა პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.

23-02-2017

ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პოროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

22-02-2017

სემინარი "საქართველო და ნატო" სასულიერო პირებისთვის დასრულდა. დასკვნით სესიაზე მონაწილეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მიმართა. შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ამ პროცესში ეკლესიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

7-12-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) პროექტთან "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.

19-11-2016

 

პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბრიუსელს ეწვია.

9-11-2016

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს (CDD) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2-11-2016

 

CDD-ის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი განცხადება 2016 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის შეფასებასთან დაკავშირებით.

31-10-2016

 

თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

27-10-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მე-2 ტურის მონიტორინგს განახორციელებს.

21-10-2016

 

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, CDD-ის ორგანიზებითა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

19-10-2016