19 აგვისტოს თბილისის იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ, განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა. კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიმდინარე პროექტს „არჩევანი შენზეა–2013!“ ფარგლებში 10 ნოემბრამდე გრძედება ვიდეო კლიპების კონკურსი „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!!“
პროექტის „არჩევანი შენზეა–2013!“ ფარგლებში ტარდება ცხოვრების ჯანსაღი წესის და მანვე ჩვევების აქტუალური საკითხების შესახებ ყოველთვიური გამოკითხვა. აგვისტოს თვის ახალი გამოკითხვის თემაა: „უნდა იყოს თუ არა მარიხუანას მოხმარება კრიმინალური დანაშაული?”
16 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მის მოადგილეები-თენგიზ შერგელაშვილსა და შოთა მურღულია შეხვდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრას, დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა.
გამოიცა დიდი ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის ლექსების აუდიო კრებული, სადაც, ავტორი თავად კითხულობს საკუთარ შემოქმედებას. აუდიო პროექტი „იცნოს სოფელმან“ ხორციელდება ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის“ მიერ. პროექტის მხარდამჭერები არიან: თიანეთისა და ფშავ – ხევსურეთის ეპარქია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო FM 102,4, სტუდია „ბუ“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდმარე ქეთევან ჩაჩავა.
194 ქვეყანამ უკვე მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში ვებ – გვერდის: www.myworld2015.org საშუალებით, ეხლა ჩვენი ჯერია!
2 აგვისტოს, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული იქნა პრეზენტაცია, რომელზეც საქართველო ოფიციალურად ჩაება გაეროს გლობალურ გამოკითხვაში მსოფლიოში მდგრადობის გაუმჯობესებისათვის „ჩემი სამყარო / My World”. პრეზენტაციას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიის გაფართოვებული სხდომა. მასზე განხილული იქნა რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა და დარღვევებისა, რომელიც დაფიქსირებული იქნა პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ.
2013 წლის 24 ივლისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც 14 722 700 ლარით გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი. საიდანაც 13 554 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.