საქართველოში მოღვაწე 42-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა საპარლამენტო არჩევნების დღის დანიშვნასთან დაკავშირებით.
18-20 ივლისს CDD-ს ორგანიზებით, დაბა გუდაურში მდებარე სასტუმროში "მარკო პოლო", საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".
15-17 ივლისს CDD-ს ორგანიზებით, დაბა გუდაურში მდებარე სასტუმროში "მარკო პოლო", საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".
14 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა, რომელზეც იმყოფება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გასულ კვირას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ყანჩაველმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან ერთობლოვი პროექტის განხორციელების შესახებ ახალ საპროექტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
ყვარელში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, საარჩევნო საკითხებზე მომზადებული თემატური სახელმძღვანელოებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD) დაარეგისტრირა, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეს. ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა, რომლითაც ქართველი ხალხი უდიდეს სარგებელს მიიღებს.