ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, უმნიშვნელოვანესია უმოკლეს დროში, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად.
ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშკრულების 412-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა და მის წევრებად CDD-ს თავმჯდომარე - ქეთევან ჩაჩავა იქნა არჩეული.
CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით სხვადასხვა ეპარქებში საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე CDD-ს თავმჯდომარემ - ქეთევან ჩაჩავამ მოხსენება წარადგინა.
CDD-ს თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა საქართველოს ქალთა ფორუმის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ნიუ-ორკში გაეროს სათაო ოფისში, სადაც გაიმართა ქალთა სტატუსის კომისიის CSW59-ე საგანგებო სესია, რომელიც დაეთმო პეკინის პლატფორმის მიღებიდან 20 წლის თავზე მიღწეული შედეგების განხილვას.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით 15 თებერვალს, თბილისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.
16 თებერვალს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ეწსრებოდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესაბაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
9 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციების პაკეტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის.
“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის მეორე ტურის მიმდინარეობას საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით. მისია სრულად ფარავდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს (სულ: 4 სპეც. უბანია შექმნილი. 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში).
10 ივლისს, CDD-ს თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მოწვევით განახორციელა ტრენინგი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის, რომლების განახორციელებენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს.