„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD) საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით № 9 ნაძალადევის, № 52 ბაღდათისა და № 54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგი 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით 20:00 საათისათვის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩვენო პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში. ამ დროისათვის პროცესის მიმდინარეობა, დაფიქსირებული რიგი მცირე დარღვევების მიუხედავარ, მისიის მიერ შეფასდა დადებითად.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით 15:00 საათისათვის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩვენო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.
საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 27 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 18 თებერვალს მუშაობა განაახლა.
25 აპრილს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სადამკვირვებო მისიის ბაღდათის, სამტრესიისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქების კოორდინატორთა შეხვედრა. CDD, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებს დააკვირდება ბაღდათის, სამტრესიისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიის საშუალებით.
„დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ შემუშავდა, რათა უზრუნველყოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრის მაღალი პროფესიონალური და პირადი სტანდარტების შესაბამისად მოქცევა, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს შეესაბამება. „დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ სავალდებულოა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) ყველა დამკვირვებლისთვის. აღნიშნული კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა სადამკვირვებლო აკრედიტაციის გაუქმებას გამოიწვევს.
12 აპრილს. 16:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტის დასახელება: ძლიერი სამოქალაქო სექტორი, განვითარებისა და დემოკრატიისათვის
პროექტი ხორციელდება: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი – 15 აგვისტო, 2013 წელი.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD) საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით № 9 ნაძალადევის, № 52 ბაღდათისა და № 54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგს 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიით, მობილური ჯგუფების მეშვეობით განახორციელებს.
30 მარტს, გაიმართა საქართველოს საარჩევნო კოდექსის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა. უწყებათაშორისი კომისიის დებულების მიზნებიდან გამომდინარე კომისია რეგულარულად მართავს შეხვედრებს საარჩევნო სუბიექტებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.