მონაწილეობენ: თამარ ალადაშვილი, მარიამ ელიეშვილი, ანი მალაზონია და სხვა. დასწრება თავისუფალია! შემოგვიერთდით: ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხესა და თელავში.

27-05-2014

21 მაისს ცენტრალური სააჩევნო კომისის ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ცესკოში პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის იურისტი გორდა სურგულაძე დაესწრო.

21-05-2014

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გრელვადიანი დამკვირვვებლების მიერ, შემთქვევითი შერჩევის პრინციპით საქართველოს ათი რეგიონის მასშტაბით განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგი.

 

 

19-05-2014

13–14 მაისს, თბილისში გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) რეგიონალური კოორდინატორების შეხვედრა, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონში განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების გრძელვადიან დამკვირვებას წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

15-05-2014

14 მაისს ცესკოს ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში”, არასამთავრობო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა და იურისტი – გორდა სურგულაძე ესწრებოდნენ.

14-05-2014

10–12 მაისს, თბილისში სასტუმრო "შაინში" პროექტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში გაიმართა აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფის ტრენინგი, რომელსაც  დაესწრო 25 მონაწილე საქართველოს 10 რეგიონიდან.

13-05-2014

5 მაისს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა და იურისტი – გორდა სურგულაძე.

6-05-2014

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

5-05-2014

მიიღე მონაწილეობა პროექტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში მიმდინარე ვიდეო კლიპების, ფოტო, სლოგანებისა და ყოველკვირეული კითხვების კონკურსში, 5 მაისიდან – 5 ივნისის ჩათვლით. ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი დღესვე!

4-05-2014

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

1-05-2014