განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა, შერჩეული იქნა BRIDGE ფასილიტატორის მოსამზადებელ 2 კვირიან კურსზე მონაწილეობის მისაღებად. ფასილიტატორის მოსამზადებელი კურსი იყენებს “ტრენერთა ტრენინგის” მოდელს და მიზნად ისახავს საარჩევნო ტრენერების BRIDGE ფასილიტატორებად მომზადება-აკრედიტებას.

 

 

1-05-2013

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) გაიმართა 3 დღიანი ტრენინგი თემაზე: „ინსტიტუციური განვითარება და საორგანიზაციო გაძლიერება", რომელშიც 17 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა და განხორციელდა საქართველოში აივ პრევენციის პროექსტის მხარდაჭერით.

30-04-2013

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) გაიმართა ტრენინგი თემაზე: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და სოციალური მედია." აღნიშნულ პროექტში 17 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა და განხორციელდა საქართველოში აივ პრევენციის პროექსტის მხარდაჭერით.

30-04-2013

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD) საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით № 9 ნაძალადევის, № 52 ბაღდათისა და № 54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგი 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელა.

27-04-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით 20:00 საათისათვის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩვენო პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში. ამ დროისათვის პროცესის მიმდინარეობა, დაფიქსირებული რიგი მცირე დარღვევების მიუხედავარ, მისიის მიერ შეფასდა დადებითად. 

27-04-2013

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით 15:00 საათისათვის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩვენო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.

27-04-2013

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 27 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 18 თებერვალს მუშაობა განაახლა.

27-04-2013

25 აპრილს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სადამკვირვებო მისიის ბაღდათის, სამტრესიისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქების კოორდინატორთა შეხვედრა. CDD, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებს დააკვირდება ბაღდათის, სამტრესიისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიის საშუალებით.

25-04-2013

„დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ შემუშავდა, რათა უზრუნველყოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრის მაღალი პროფესიონალური და პირადი სტანდარტების შესაბამისად მოქცევა, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს შეესაბამება. „დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ სავალდებულოა  „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) ყველა დამკვირვებლისთვის. აღნიშნული კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა სადამკვირვებლო აკრედიტაციის გაუქმებას გამოიწვევს.

16-04-2013

12 აპრილს. 16:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

12-04-2013