ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე CDD-ს თავმჯდომარემ - ქეთევან ჩაჩავამ მოხსენება წარადგინა.
CDD-ს თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა საქართველოს ქალთა ფორუმის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ნიუ-ორკში გაეროს სათაო ოფისში, სადაც გაიმართა ქალთა სტატუსის კომისიის CSW59-ე საგანგებო სესია, რომელიც დაეთმო პეკინის პლატფორმის მიღებიდან 20 წლის თავზე მიღწეული შედეგების განხილვას.
სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბნ. დავით უსუფაშვილთან შედგა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე - მარინა ბენდელიანი. მემორანდუმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. შეხვედრის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბნ. დავით უსუფაშვილი საკუთარი ხელმოწერით შეუერთდა სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს, რაც ძალიან მისასალმებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა იქნება მოთხოვნილი საარჩევნო რეფორმის დაწყებისა და განხორციელების გარანტი.
საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი თანამშრომლობასა და აქტიური კამპანიის დაწყებას გულისხმობს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით 15 თებერვალს, თბილისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.
16 თებერვალს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ეწსრებოდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესაბაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
9 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციების პაკეტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას უზრუნველყონ სწრაფი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიება. ცნობილია, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარმართვა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) გმობს საფრანგეთში, პარიზში, 7 იანვარს ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაში ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, დაშავდა 10, ხოლო 4 - იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. ვიზიარებთ ფრანგი ხალხის მწუხარებას, და გამოვხატავთ გულწრფელ თანადგომასა და სოლიდარობას. მიგვაჩნია, რომ ტერორიზმს არა აქვს გამართლება და იგი სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმს, თანასწორობას, ადამიანის ღირსების პატივისცემას და გამოხატვის თავისუფლებას.
დღეს, 10 ნოემბერს, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.