განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) განახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის №48.05 ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2014 წლის 30 ოქტომბერს გასამართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების მონიტორინგს.
22 ოქტომბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, რომელშიც გაერთიანებულია 100 - ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგმართავთ წინადადებითა და თხოვნით, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციისათვის, სასწრაფოდ მოხდეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება.
16 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, შვეიცარიის კონფედერაციის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „2014 წლის ადგილობრივი არჩევნები - მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“ გაიმართა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ.
CDD-ს დამკვირვებლებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები შეიტანეს. საჩივრები ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას, ვინაიდან შემაჯამებელი ოქმები კანონის დარღვევით იყო შევსებული. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 6 საჩივარი, რითიც დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ ძირითადად თავმჯდომარეებს და მდივნებს, მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახეს წარმოადგენდა შენიშვნა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 4.
“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის მეორე ტურის მიმდინარეობას საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით. მისია სრულად ფარავდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს (სულ: 4 სპეც. უბანია შექმნილი. 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში).
10 ივლისს, CDD-ს თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მოწვევით განახორციელა ტრენინგი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის, რომლების განახორციელებენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს.
CDD სადამკვირვებლო მისიის ახალ წევრებს ჩაუტარდა ტრენინგები - საუბნო საარჩევნო კომისიის, მობილური ჯგუფის და გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბნის დამკვირვებლებისათვის. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის მონიტორინგს საქართველოს 28–ვე საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით განახორციელებს.
გაიმართა შეხვედრა CDD-ს რეგიონალურ კოორდინატორებთან. შეხვედრის მიზანი არჩევნების დაკვირვების შედეგების განხილვა, არჩევნების შემდგომი პერიოდის, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო და მისიის დაკომპლექტების საკითხები იქნა განხილული.
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აშშ–ს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძებას დაესწრო CDD-ს თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.