განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საარჩევნო ბიულეტინებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭვდის პროცესს დააკვირდება.

20-10-2013

15 ოქტომბრიდან – 25 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოკლევადიან დამკვირვებელთა ტრენინგები საქართველოს 10 რეგიონში წარმომადგენელთათვის. 

17-10-2013

16 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების – სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან. 

17-10-2013

2013 წლის 15 ოქტომბრის  საკოორდინაციო  საბჭოს  შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენრი მიღებული იქნა საქართველოს ეროვნული პლათფორმის წევრად.  

 

16-10-2013

14 ოქტომბერს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული იქმა ტრენინგი განვითარებისა და დემოკრატიის ცეტრის ტრენერთათვის.  ტრენინგზე განხილულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს.

 

14-10-2013

12  ოქტომბერს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ  კონფლიქტისპირა სოფელებში დიცა და დვანში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.

13-10-2013

განვითარებისა და დეკომტარიის ცენტრის გამგეობის წევრი გიორგი ფარეშიშვილი შემსწავლელი ვიზიტით იმყოფებოდა ნეპალში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა წინასაარჩევნო გარემოს დაკვირვება კადმანდუსა და პოჰარაში.  

9-10-2013

8 ოქტომბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

8-10-2013

საქართველოს 10 ქალაქში: რუსთავში, თელავში, ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და თბილისში, გაიმართა მრგვალი მაგიდები ახალგაზრდებთან, რომელიც დაეთმო დისკუსიებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობის, არჩევნების მნიშვნელობის, საკუთარი უფლებება – მოვალეობებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

3-10-2013

ორგანიზაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” (CDD) მიერ „ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ (EATA) პარტნიორობით 25 – 27 სექტემბრს, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II“ შემაჯამებელი კონფერენცია.  

30-09-2013