17 იანვარს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-5 საერთო კრება, რომელზეც ჩატარდა პლატფორმის თავმჯდომარისა და ჯგუფების თანაკოორდინატორების არჩევნები. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა.
არასამთავრობო სექტორისა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და „მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ“ შესამუშავებული კანონმდებლობას.
2013 წლის 26 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ცესკოს სწავლების ცენტრს შორის. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა, რომელმაც შეაფასა ცენტრის მუშაობა და მიაწოდა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
CDD აქტიურად მონაწილოებდა ფორუმის მუშაობაში, სადაც ფართო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმინობის შესახებ და წარმოდგენილი იქნა CDD ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის გაუმჯობესების კუთხით.
13 დეკემბერის სასტუმრო “ციტადინში”, გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა UN-ში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩის - თორნიკე ზურაბიშვილის, პროგრამის განხილვა და 2013 წლის საქმიანობის შეჯამება.
12 დეკემბერს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს პარლამენტის თავმჯდომარემ – დავით უსუფაშვილმა და 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ, მოაწერეს ხელი.
10 დეკემბერს, ”ევროპის სახლში” საქართველოს ეროვნული პლათფორმის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია „საქართველოს ეროვნული პლატფორმა - რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ".
CDD-ს თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
4 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა 2013 წელს განხორციელებული ფართომასშაბიანი ახალგაზრდული პროექტების: „გადაწყვეტილება შენზეა!“–სა და „არჩევანი შენზეა!“–ს შემაჯამებელი ღონისძიება.