CDD-ს სადამვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ მედიაცენტრში გააკეთა სადამკვირვებლო მისიის გეგმების შესახებ პრეზენტაცია.

15-06-2014

13 ივნისს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან.

13-06-2014

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მუშაობას იწყებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მედიაცენტრი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აქტიურად არის ჩართულია მედიაცენტრის მუშაობაში. ორგანიზაცია საკუთარი დაკვირვების შედეგებს გააცნობს ფართო საზოგადოებას 14, 15 დ 16 ივნისს გამართული პრეს–კონფერენციების მეშვეობით.

13-06-2014

CDD ცესკოში შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს დააკვირდა.

13-06-2014

2014 წლის 12 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი  ინნ”–ში გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივ ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ  წარადგინა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა წარმატებით განხორიცლებული პროექტის "ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!" პრეზენტაცია.

12-06-2014

CDD–ს თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ სპეციალური მოწვევით განახორციელა ტრენინგები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩოების ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის.

12-06-2014

არჩევნების დღეს CDD-ში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

12-06-2014

CDD–ს დამკვირვებლებმა ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების მიმდინარეობის დაკვირვება განახორციელეს. დაკვირვების შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები აისახება ორგანიზაციის შემაჯამებელ ანგარიშში.

12-06-2014

CDD აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების 10 დაწესებულებაში სააგიტაციო მასალების განთავსებას უწევს მონიტორინგს.

11-06-2014