სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

6-08-2015

30 ივლისს, გაიმართა CDD-ს მიერ, GIDC-სთან პარტნიორობითა და OSGF-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი“ შეჯამება და კვლევის შედეგების პრეზენტაცია

30-07-2015

28 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ დასკვნითი კონფერენცია

28-07-2015

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) გუნდი იწვევს აქტიურ, ენერგიულ და მოტივირებულ მოქალაქეებს, საქართველოს ათივე რეგიონში - რეგიონალური კოორდინატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი/მდებარეობა: საქართველოს ათი რეგიონიდან ერთ-ერთში - სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა, გურია, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი.
სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი (პოზიცია არ არის სრული, შესაძლებელია სხვა სამსახურთან შეთავსება)

17-07-2015

29 ივნისს, საქართველოს პარლამენტში კონფერენცია გაიმართა, რომელზეც პროექტ "HOME" - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ განიხილეს. კონფერენციის მონაწილეთათვს CDD-ს წარმომადგენელმა მარინა ბენდელიანმა და პარტნიორო ორგანიზაციის GIDC-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ნაჭყებიამ ბმა-ს სამართლებრივი ანალიზის პირველადი შედეგები გააცნეს.

30-06-2015

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) გუნდი იწვევს აქტიურ, მოტივირებულ, ინოვაციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ სამოქალაქო სექტორში მუშაობის სურვილი, 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, შემდგომში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.

29-06-2015

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თანამშრომლები ღრმად ვართ დამწუხრებული თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რამაც უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუსამძიმრებთ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, ეს უდიდესი ტერაგედიაა სრულიად ჩვენი ქვეყნისთვისა და თითოეული მისი მოქალაქისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად საზოგადოება: საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს თითოეული მოქალაქე გავერთიანდეთ ამ სტიქიის შედეგების დაძლევისა და აღმოფხვრის საქმეში.

14-06-2015

ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, უმნიშვნელოვანესია უმოკლეს დროში, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად.

4-06-2015

ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშკრულების 412-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა და მის წევრებად CDD-ს თავმჯდომარე - ქეთევან ჩაჩავა იქნა არჩეული.

2-06-2015

31 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში იმართება. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება). "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” სამივე საარჩევნო ოლქში აკვირდება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებსს, რაც მოიცავს: უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამებას.

 

31-05-2015