2014 წლის 5-12 მაისს, "USAID Sustain" განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრთან (CDD) თანამშრომლობით ჩაატარებს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულს სახელწოდებით „შეიქმენი მომავალი დღეს“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარალმენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, შესაბამისად, ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები განხილვა და მიღება შესაძლოა გადავადდეს.
25 – 27 აპრილს, პროექტის "ახალი ინიციატივა მშვიდობიანი მომავლისათვის" ფარეგლებში, რომელიც ხორციელდება: Confidence Building Early Response Mechanism (COBERM) – a joint EU/UNDP initiative მხარდაჭერით გაიმართა პროექტის აფხაზი და ქართველი კოორდინატორების შეხვედრა სტამბულში, თურქეთში. შეხვედრის მიზანი იყო სამომავლო ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვა და ტრენინგების თემატიკის განსაზღვრა.
27 აპრილს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ" -ში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ჩაატარა ტრენინგი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახორციელლებდნენ ბოლო არჩევნების მონიტორინგს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებს 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით დააკვირდება.
23 აპრილს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლისა და აშშ-ის მთავრობის დელეგაციის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა.
ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე. „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!“
3 აპრილს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის რეგიონალური წარმომადგენლებიც აქტიურად ჩართვნენ აქციაში და დააფისირეს საკუთარი პოზიცია!
მიიღე მონაწილეობა ვიდეოკლიპების კონკურსში "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!". კონკურსში მონწილეობა შეუძლია ყველას: სტუდენტებს, ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჯგუფს! იყავი კრეატიული! გამოხატე შენი პოზიცია! გაიმარჯვე და მიიღე პრიზი 500 აშშ დოლარის ოდენობით! ნუ დაკარგავ დროს! შემოგვიერთდით დღესვე!
კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ვიწყებთ აქციას „1 საათი მოსმენების გარეშე“, რომელიც, ფარული მიყურადებისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში მიღებამდე, ყოველ პარასკევს, 13:00-დან 14:00 საათამდე მობილური ტელეფონების გამორთვას გულისხმობს.