10 მარტს სასტუმრო "რედისონში" "ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD), "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა" (IFES) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა – ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაიმართა.

10-03-2014

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების და მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. განახლებული კამპანიის სლოგანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!".

6-03-2014

შეხვედრას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ – ბატონ შტეფან ფულესა და ეროვნული პლატფორმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

4-03-2014

27 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ „მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების იდენტიფიკაცია-აღმოფხვრის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა მონაცემების მაქსიმალურად ზუსტი დადგენაა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საარჩევნო სიის მიმართ ნდობის გაზრდას.

28-02-2014

19 თებერვალს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი გახლდათ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარება და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის სათანადო ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.  

19-02-2014

15 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდ-ის ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი და გამოფენა, სადაც 40-მდე ორგანიზაცია იყო მიწვეული, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი. 

15-02-2014

13 თებერვალს საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, სასტუმრო "რედისონში" სპეციალური კონფერენცია გაიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან 2013 წლის არჩევნები დადებითად შეფასდა და ხაზი გაესვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო უფრო გამჭვირვალე, თავისუფალი და მედიაც ამ არჩევნების დროს იყო უფრო მეტად დაბალანსებული. თუმცა, მათი მხრიდან ხაზი გაესვა, საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების საჭიროებას. ამ მიმართულებით კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას რამდენიმე კონკრეტულ წინადადებას სთავაზობენ.

14-02-2014

GCG Reaserch–ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგად განვითარებსა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)  საარჩევნო პროცესებში ჩართულ ორგანიზაციათა იდენტიფიცირებისას, საქართველოს მოსახლეობამ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  სამართლიანი არჩევნების (ISFED), NDI, IRI, OSCE / ODIHR და გამჭვირვალეობა საქართველოსთან ერთად დაასახელა. 

13-02-2014

ქალთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.

11-02-2014

4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა კონკრეტული ინიციატივები და ცვლილებები, რომელიც უნდა იქნას ასახული კანონმდებლობაში საარჩევნო რეფორმის ფარგლებში. შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ წარუდგინა 16 ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტი – 2014  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

5-02-2014