12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცესკომ 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საბოლოო შედეგების მიხედვით: გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62.12% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 21.72%, ნინო ბურჯანაძემ 10.19%, შალვა ნათელაშვილმა 2.88%, და გიორგი თარგამაძემ 1.06%.
გამოვლინდნენ „გადაწყვეტილება შენზეა“ კონკურსების გამარჯვებულები: ფოტო კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები: თამარ ანდღულაძე, ეკატერინე საჩიშვილი და ვახტანგ თაქთაქიძე. სლოგანების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები: დავით ჯავახიშვილი, გიორგი ბეგაშვილი და ნატა პატარაია. ვიდეო კლიპების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები ვიდეოები არიან: N 3, 4 და 5.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში ჩაიარა და სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.
27 ოქტომბერს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთიდან ჩამოტანილი საარჩევნო ყუთების გახსნას და ხმების დათვლის პროცესს დაესწრნენ.
დამკვირვებლები მონიტორინგს ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე (ცესკო, ოლქი, უბნი) ქვეყნის 10 რეგიონსა და 73 საარჩევნო ოლქში. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდნენ საარჩევნო უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებსა და მაღალმთიან რგიონებში.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღის საინფორმციო ცენტრი: Call – ცენტრი, იურისტთა ცენტრი და ანალიტიკური ცენტრი განთავსებული იყო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ოფისში: ბუდაპეშტის I შესახვევი N 3.
არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და/ან მოწოდების მიზნით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 790 333 111
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) კონტიტუციის 42-ე მუხლთან პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგს 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელებს.
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლები, საქართველოს 10 რეგიონის მასშტაბით, საოლქო საარჩევნო კომისიებიდან – საარჩევნო უბნებზე მასალების დაგზავნის პროცესს აკვირდებიან.
CDD-ს სადამვირვებლო მისიის წევრები, USAID–სა და EEDC–ს წარმომადგენლებთან ერთად, ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებისა და სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულების საკითხების შესწავლის მიზნით ეწვივნენ # 8 და # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.