CDD ცესკოში შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს დააკვირდა.

13-06-2014

2014 წლის 12 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი  ინნ”–ში გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივ ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ  წარადგინა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა წარმატებით განხორიცლებული პროექტის "ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!" პრეზენტაცია.

12-06-2014

არჩევნების დღეს CDD-ში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

12-06-2014

CDD–ს დამკვირვებლებმა ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების მიმდინარეობის დაკვირვება განახორციელეს. დაკვირვების შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები აისახება ორგანიზაციის შემაჯამებელ ანგარიშში.

12-06-2014

CDD აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების 10 დაწესებულებაში სააგიტაციო მასალების განთავსებას უწევს მონიტორინგს.

11-06-2014

პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში ქ.ახალციხეში გაიმართა არჩევნების დღის სიმულაცია, სადაც არჩევნებზე მოსულ 800–მდე ახალგაზრდამ პროცედურების სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო წლის საუკეთესო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნებში! არჩევნების დღის სიმულაციის შემდეგ გაიმართა აქცია–კონცერტი!

5-06-2014

4 ივნისს, აქცია–კონცერტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ მონაწილეებს ქ. ახალციხემ უმასპინძლა.

4-06-2014

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯრომარე – ქეთევან ჩაჩავა დაესწრო.

4-06-2014

3 ივნისს, აქცია–კონცერტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ მონაწილეებს ქ. გორში  სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

3-06-2014