5 მაისს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა და იურისტი – გორდა სურგულაძე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მიიღე მონაწილეობა პროექტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში მიმდინარე ვიდეო კლიპების, ფოტო, სლოგანებისა და ყოველკვირეული კითხვების კონკურსში, 5 მაისიდან – 5 ივნისის ჩათვლით. ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი დღესვე!
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.
2014 წლის 5-12 მაისს, "USAID Sustain" განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრთან (CDD) თანამშრომლობით ჩაატარებს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულს სახელწოდებით „შეიქმენი მომავალი დღეს“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარალმენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, შესაბამისად, ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები განხილვა და მიღება შესაძლოა გადავადდეს.
25 – 27 აპრილს, პროექტის "ახალი ინიციატივა მშვიდობიანი მომავლისათვის" ფარეგლებში, რომელიც ხორციელდება: Confidence Building Early Response Mechanism (COBERM) – a joint EU/UNDP initiative მხარდაჭერით გაიმართა პროექტის აფხაზი და ქართველი კოორდინატორების შეხვედრა სტამბულში, თურქეთში. შეხვედრის მიზანი იყო სამომავლო ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვა და ტრენინგების თემატიკის განსაზღვრა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებს 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით დააკვირდება.
23 აპრილს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლისა და აშშ-ის მთავრობის დელეგაციის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა.
ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე. „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!“