31 იანვარს, გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) N 4 საერთო კრება. ორგანიზაციის წესდების თანახმად, კრება უფლებამოსილი გახლდათ გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან მას დაესწრო ორგანიზაციის წევრთა 3/5-ზე მეტი.
25-26 იანვარს, ქობულეთში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების სამუშაო შეხვედრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს გააცნო 7 ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტი – 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შეხვედრაზე გაიმართა აღნიშნული რეკომენდაციების პრეზენტაცია, განხილვა და დისკუსია.
2014 წლის 22 იანვარს საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ მოამზადა განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
გამოქვეყნდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა“ (CDD) და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმა არ შეიძლება შეიცავდეს ძირეულ – სისტემურ ცვლილებებს, თუმცა არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი საკითხების მოწესრიგება.
31 იანვარს, 16:00 სთ–ზე , განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სათაო ოფისში (მის: ბუდაპეშტის 1 შეს, N 3) იგეგმება წევრთა N 4 საერთო კრება.
2013 წლის 26 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ცესკოს სწავლების ცენტრს შორის. შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა, რომელმაც შეაფასა ცენტრის მუშაობა და მიაწოდა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
CDD აქტიურად მონაწილოებდა ფორუმის მუშაობაში, სადაც ფართო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმინობის შესახებ და წარმოდგენილი იქნა CDD ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის გაუმჯობესების კუთხით.
13 დეკემბერის სასტუმრო “ციტადინში”, გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა UN-ში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩის - თორნიკე ზურაბიშვილის, პროგრამის განხილვა და 2013 წლის საქმიანობის შეჯამება.
12 დეკემბერს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს პარლამენტის თავმჯდომარემ – დავით უსუფაშვილმა და 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ, მოაწერეს ხელი.