19 – 22 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო „შაინ“–ში გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის რეგიონალურ კოორდინატორთა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს 10 რეგიონის 20 წარმომადგენელი. შეხვედრაზე განხილული იქნა ორგანიზაციის საქმიანობა, სტრატეგიული ხედვა და სამომავლო გეგმები.
სადამკვირვებლო მისია განახორციელებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 15 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, საქართველოს 10 რეგიონში.
21 სექტემბერს, სასტუმრო „შაინ“–ში ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი გაფორმდა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრსა“ და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრსა“ შორის.
19 სექტემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ CDD–ს თავმჯდომარემ, გამგეობის წევრებმა, სათაო ოფისის წარმომადგენლებმა, რეგიონალურმა კოორდინატორებმა და გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა საჯაროდ ხელი მოაწერეს დამკვირვებლის ქცევის კოდექსს.
19 სექტემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიმრათა განვითარებისა და დემოკრატიის ცენრის (CDD) საქმიანობის პრეზენტაცია და მიღება.
დასრულდა CDD – ს რეგიონალური კოორდინატორების შესარჩევი კონკურსი, შემოსული 500–ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა 16 რეგიონალური კოორდინატორი.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კომისიის ექვსმა წევრმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან თამარ ჟვანია აირჩია.
11 სექტემბერს, სასტუმრო რედისონში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, გაიმარართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრას დაესწრო განვიტარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
ფოტო, ვიდეო კლიპებისა და სლოგანების კონკურსები „გადაწყვეტილება შენზეა!“ტარდება პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების საკითხებზე მომუშავე ძირითად ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.