28 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ დასკვნითი კონფერენცია

28-07-2015

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თანამშრომლები ღრმად ვართ დამწუხრებული თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რამაც უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუსამძიმრებთ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, ეს უდიდესი ტერაგედიაა სრულიად ჩვენი ქვეყნისთვისა და თითოეული მისი მოქალაქისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად საზოგადოება: საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს თითოეული მოქალაქე გავერთიანდეთ ამ სტიქიის შედეგების დაძლევისა და აღმოფხვრის საქმეში.

14-06-2015

ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, უმნიშვნელოვანესია უმოკლეს დროში, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად.

4-06-2015

31 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში იმართება. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება). "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” სამივე საარჩევნო ოლქში აკვირდება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებსს, რაც მოიცავს: უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამებას.

 

31-05-2015

CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით სხვადასხვა ეპარქებში საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.

29-04-2015

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე CDD-ს თავმჯდომარემ - ქეთევან ჩაჩავამ მოხსენება წარადგინა.

24-04-2015

საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი თანამშრომლობასა და აქტიური კამპანიის დაწყებას გულისხმობს.

11-03-2015

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით 15 თებერვალს, თბილისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.

24-02-2015

9 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციების პაკეტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის.

24-02-2015

CDD-ს დამკვირვებლებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები შეიტანეს. საჩივრები ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას, ვინაიდან შემაჯამებელი ოქმები კანონის დარღვევით იყო შევსებული. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 6 საჩივარი, რითიც დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ ძირითადად თავმჯდომარეებს და მდივნებს, მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახეს წარმოადგენდა შენიშვნა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 4.

22-07-2014