25 – 27 აპრილს, პროექტის "ახალი ინიციატივა მშვიდობიანი მომავლისათვის" ფარეგლებში, რომელიც ხორციელდება: Confidence Building Early Response Mechanism (COBERM) – a joint EU/UNDP initiative მხარდაჭერით გაიმართა პროექტის აფხაზი და ქართველი კოორდინატორების შეხვედრა სტამბულში, თურქეთში. შეხვედრის მიზანი იყო სამომავლო ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვა და ტრენინგების თემატიკის განსაზღვრა.  

28-04-2014

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების და მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. განახლებული კამპანიის სლოგანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!".

6-03-2014

7 ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს 2014  წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც გადაეგზავნა პარლამენტის ინტერფრაქიულ ჯგუფს შეუერთდა 9 ორგანიზაცია. 

3-02-2014

25-26 იანვარს, ქობულეთში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების სამუშაო შეხვედრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს გააცნო  7 ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტი – 2014  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შეხვედრაზე გაიმართა აღნიშნული რეკომენდაციების პრეზენტაცია, განხილვა და დისკუსია.

26-01-2014

გამოქვეყნდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა“ (CDD) და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში. 

24-01-2014

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმა არ შეიძლება შეიცავდეს ძირეულ – სისტემურ ცვლილებებს, თუმცა არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი საკითხების მოწესრიგება. 

24-01-2014

CDD აქტიურად მონაწილოებდა ფორუმის მუშაობაში, სადაც ფართო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმინობის შესახებ და წარმოდგენილი იქნა CDD ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის გაუმჯობესების კუთხით. 

22-12-2013

12 დეკემბერს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს პარლამენტის თავმჯდომარემ – დავით უსუფაშვილმა და 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ,  მოაწერეს ხელი. 

13-12-2013

CDD-ს თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. 

5-12-2013

4 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა 2013 წელს განხორციელებული ფართომასშაბიანი ახალგაზრდული პროექტების: „გადაწყვეტილება შენზეა!“–სა და „არჩევანი შენზეა!“–ს შემაჯამებელი ღონისძიება.

5-12-2013