დღეს, 10 სექტემბერს, ქალაქ რუსთავის USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიხსნა პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად".
6 სექტემბრს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირა განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD), რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოვლენებთან დაკავშირებით "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ განცხადება გააკეთა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
30 ივლისს, გაიმართა CDD-ს მიერ, GIDC-სთან პარტნიორობითა და OSGF-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი“ შეჯამება და კვლევის შედეგების პრეზენტაცია
28 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ დასკვნითი კონფერენცია
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) გუნდი იწვევს აქტიურ, ენერგიულ და მოტივირებულ მოქალაქეებს, საქართველოს ათივე რეგიონში - რეგიონალური კოორდინატორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი/მდებარეობა: საქართველოს ათი რეგიონიდან ერთ-ერთში - სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა, გურია, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი.
სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი (პოზიცია არ არის სრული, შესაძლებელია სხვა სამსახურთან შეთავსება)
პროექტის დასახელება: პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.
პროექტი ხორციელდება: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 ივნისი - 15 დეკემბერი, 2015 წელი.
29 ივნისს, საქართველოს პარლამენტში კონფერენცია გაიმართა, რომელზეც პროექტ "HOME" - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ განიხილეს. კონფერენციის მონაწილეთათვს CDD-ს წარმომადგენელმა მარინა ბენდელიანმა და პარტნიორო ორგანიზაციის GIDC-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ნაჭყებიამ ბმა-ს სამართლებრივი ანალიზის პირველადი შედეგები გააცნეს.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) გუნდი იწვევს აქტიურ, მოტივირებულ, ინოვაციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ სამოქალაქო სექტორში მუშაობის სურვილი, 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, შემდგომში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.