ყვარელში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, საარჩევნო საკითხებზე მომზადებული თემატური სახელმძღვანელოებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.

8-07-2016

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD) დაარეგისტრირა, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

4-07-2016

 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედება კუს ტბაზე აღინიშნა! 

1-07-2016

 

ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეს. ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა, რომლითაც ქართველი ხალხი უდიდეს სარგებელს მიიღებს.

 

1-07-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

29-06-2016

26-27 ივნისს, სასტუმროში „ლოპოტა რეზორტ“ გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის სამოქმედო გეგმის შემუშავებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინე ბენდელიანი.

28-06-2016

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთათვის, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, ორდღიანი სემინარი გაიმართა, სადაც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ექსპერტმა ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ ისაუბრა და სტუდენტებთან ერთად მითების სიმულაციურ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

26-06-2016

 

არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ღია წერილით მიმართავენ

23-06-2016

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში (GFSIS) საქართველოს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პლატფორმის წევრი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი.

16-06-2016

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის  საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება საქართელოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით.

8-06-2016