გაიმართა შეხვედრა CDD-ს რეგიონალურ კოორდინატორებთან. შეხვედრის მიზანი არჩევნების დაკვირვების შედეგების განხილვა, არჩევნების შემდგომი პერიოდის, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო და მისიის დაკომპლექტების საკითხები იქნა განხილული.
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აშშ–ს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძებას დაესწრო CDD-ს თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების-თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას CDD-ი 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება.
2 ივლისს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატტიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა ესწრებოდა.
1 ივლისს იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაფართოებულ ფორმატში სათათბირო ხმის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა, განვითარებისა და დდემოკრატიის ცენტრიდან სხდომას ესწრებოდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე– ქეთევან ჩაჩავა და მთავარი იურისტი – გორდა სურგულაძე.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის მიერ განმეორებით კენჭისყრის პროცესი შეფასდა დადებითად. პროცესი წარიმართა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოშო, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
განვითრებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან არჩევნების დღის მიმდინარეობას თოთხმეტივე საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა.
გთხოვთ ჩაერთოთ და მხარი დაუჭიროთ აქციას "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად", რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, 2014 წლის 29 ივნისს, 11 საათზე, კუს ტბის ტერიტორიაზე.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.
“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით.