არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ღია წერილით მიმართავენ

23-06-2016

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში (GFSIS) საქართველოს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პლატფორმის წევრი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი.

16-06-2016

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის  საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება საქართელოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით.

8-06-2016

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სასტიკად გმობს  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

7-06-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად ახორციელებს პროექტს "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში"

6-06-2016

 

25–27 მაისს ქალაქ ოდესაში (უკრაინა), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის ჩატარდა სემინარი თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადვოკატირება“.

30-05-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბნ. დავით ბაქრაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია.

23-05-2016

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2016 წლის 22 მაისს გამართულ გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე, კენჭისყრის პროცესმა მეტწილად ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა.

23-05-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ძალადობას გმობს. 

22-05-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს.

21-05-2016