26 სექტემბრიდან განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.
17 სექტემბერს, ახალციხის USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" გაიხსნა.
დღეს, 10 სექტემბერს, ქალაქ რუსთავის USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიხსნა პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად".
6 სექტემბრს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირა განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD), რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
30 ივლისს, გაიმართა CDD-ს მიერ, GIDC-სთან პარტნიორობითა და OSGF-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი“ შეჯამება და კვლევის შედეგების პრეზენტაცია
28 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ დასკვნითი კონფერენცია
პროექტის დასახელება: პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.
პროექტი ხორციელდება: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 ივნისი - 15 დეკემბერი, 2015 წელი.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თანამშრომლები ღრმად ვართ დამწუხრებული თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რამაც უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუსამძიმრებთ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, ეს უდიდესი ტერაგედიაა სრულიად ჩვენი ქვეყნისთვისა და თითოეული მისი მოქალაქისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად საზოგადოება: საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს თითოეული მოქალაქე გავერთიანდეთ ამ სტიქიის შედეგების დაძლევისა და აღმოფხვრის საქმეში.
ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, უმნიშვნელოვანესია უმოკლეს დროში, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად.
31 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში იმართება. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება). "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” სამივე საარჩევნო ოლქში აკვირდება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებსს, რაც მოიცავს: უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამებას.