CDD აქტიურად მონაწილოებდა ფორუმის მუშაობაში, სადაც ფართო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმინობის შესახებ და წარმოდგენილი იქნა CDD ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის გაუმჯობესების კუთხით. 

22-12-2013

12 დეკემბერს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს პარლამენტის თავმჯდომარემ – დავით უსუფაშვილმა და 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ,  მოაწერეს ხელი. 

13-12-2013

CDD-ს თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. 

5-12-2013

4 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა 2013 წელს განხორციელებული ფართომასშაბიანი ახალგაზრდული პროექტების: „გადაწყვეტილება შენზეა!“–სა და „არჩევანი შენზეა!“–ს შემაჯამებელი ღონისძიება.

5-12-2013

2013 წლის  1 დეკემბერს,  ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიღვნილი ღონისძიება გამართა, ღონისძიებას აჭარის რეგიონის 100–ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურს ცენტრების უფროსები, სკოლის დირექტორები და სხვა საპატიო სტუმრები, ასევე ადგილობრივი მას–მედია.

2-12-2013

შემაჯამებელი ოქმები რიგ უბნებზე დამოწმებული გახლდათ ერთ – ნაკვეთურიანი (231 უბანი), ან უნაკვეთურო ბეჭდით (33), შემაჯამებელ ოქმები გვხვდება ბეჭდის გარეშეც (42). რიგი ოქმები არ იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრთა მიერ ხელმოწერილი, ან არ იკითხება ბეჭედი, ოქმებში გაკეთებულია შესწორებები და სხვ. სულ ჩვენს მიერ ზემოთხსენებული ხარვეზებით აღმოჩენილი იქნა: 380 ოქმი.  

14-11-2013

გამოვლინდნენ „გადაწყვეტილება შენზეა“ კონკურსების გამარჯვებულები: ფოტო კონკურსის  „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები: თამარ ანდღულაძე, ეკატერინე საჩიშვილი და ვახტანგ თაქთაქიძე. სლოგანების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები: დავით ჯავახიშვილი, გიორგი ბეგაშვილი და ნატა პატარაია. ვიდეო კლიპების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები ვიდეოები არიან: N 3, 4 და 5.

11-11-2013

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში ჩაიარა და სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად. 

29-10-2013

დამკვირვებლები მონიტორინგს ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე (ცესკო, ოლქი, უბნი) ქვეყნის 10 რეგიონსა და 73 საარჩევნო ოლქში. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდნენ საარჩევნო უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებსა და მაღალმთიან რგიონებში. 

27-10-2013

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღის საინფორმციო ცენტრი: Call – ცენტრი, იურისტთა ცენტრი და ანალიტიკური ცენტრი განთავსებული იყო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ოფისში: ბუდაპეშტის I შესახვევი N 3. 

27-10-2013