აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ მოამზადა მიმართვა ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, სადაც მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში, 2015 წლის 31 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესმა მეტწილად ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.
იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.
სასტუმრო "თბილისი მერიოტში", გაიმართა კოალიცია "ქართული ოცნების" შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდა "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით 11 საათისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 30 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დაკვირდება 2015 წლის 31 ოქტომბერის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" (CDD) გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და საქართველოს არჩევას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად მნიშვნელოვნად აფასებს.