"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2016 წლის 22 მაისს გამართულ გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე, კენჭისყრის პროცესმა მეტწილად ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ძალადობას გმობს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს.
ევროპის დღეების ფარგლებში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ მომზადებული წიგნის „საქართველო და ევროკავშირი - განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ" პრეზენტაცია მოეწყო.
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი ქეთევან ჩაჩავა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში იმყოფებოდნენ.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ქალაქ თბილისის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესს დააკვირდება.
პ/გ "თავისუფალი დემოკრატების"" ლიდერები ირაკლი ალასანია, ნინო გოგუაძე, ირაკლი ჩიქოვანი და ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების ადვოკატებთან ერთად CDD-ის, IDFI-ის, TI-ის, CIDA-ის, NDI-ის, IRI-ის და საქართველოში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
დღეიდან საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, არასამათავრობო სექტორს არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა გააცნო.