5-7 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოსამზადებლად, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი მოკლევადიან დამკვირვებელთა ტრენინგებს ახორციელებს საქართველოს 10-ივე რეგიონის წარმომადგენელთათვის.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების განთავსებას და ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირების მონიტორინგს განახორციელებს.
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (CCE), განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით გაიმართა სემინარი "გადაწყვეტილება შენზეა".
19-23 სექტემბერს, ევროპული კაფე-ტურის ფარგლებში, სლოვაკმა და ქართველმა ექსპერტებმა დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გამგეობის თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) პროექტთან "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.
იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინა ბენდელიანი.
CDD-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების ტრენინგი გაიარეს, რომელიც განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ეგიდით.
10-13 სექტემბრის პერიოდში, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, გუდაურში მდებარე სასტუმროში "ალპინა გაიმართა აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფის ტრენინგი.
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი ლაშა მელაძე.
სასტუმრო "რედისონში", 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.