ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის სენსიტიურობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია პროცესი იყოს ღია, ობიექტური, გამჭვირვალე და თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევებისგან.

19-10-2015

საქართველოს რეგიონებსა და თბილისში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ.

18-10-2015

 

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.

12-10-2015

 

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეიდან საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყო. საორგანიზაციო კომისიის საქმიანობაში, წევრის სტატუსით, მონაწილეობს "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

 

1-10-2015

 

24 სექტემბერს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) ქალაქ თელავში "პოლიტიკის სკოლა" გახსნა. 

24-09-2015

26 სექტემბრიდან განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

21-09-2015

17 სექტემბერს, ახალციხის USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" გაიხსნა. 

 

 

17-09-2015

დღეს, 10 სექტემბერს, ქალაქ რუსთავის USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიხსნა პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად".

10-09-2015

6 სექტემბრს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირა განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD), რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

7-09-2015

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოვლენებთან დაკავშირებით "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ განცხადება გააკეთა.

 

8-08-2015