12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების-თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას CDD-ი 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება.
2 ივლისს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატტიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა ესწრებოდა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის მიერ განმეორებით კენჭისყრის პროცესი შეფასდა დადებითად. პროცესი წარიმართა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოშო, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
განვითრებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან არჩევნების დღის მიმდინარეობას თოთხმეტივე საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა.
გთხოვთ ჩაერთოთ და მხარი დაუჭიროთ აქციას "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად", რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, 2014 წლის 29 ივნისს, 11 საათზე, კუს ტბის ტერიტორიაზე.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.
“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით.
CDD-ს სადამვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ მედიაცენტრში გააკეთა სადამკვირვებლო მისიის გეგმების შესახებ პრეზენტაცია.
13 ივნისს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მუშაობას იწყებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მედიაცენტრი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აქტიურად არის ჩართულია მედიაცენტრის მუშაობაში. ორგანიზაცია საკუთარი დაკვირვების შედეგებს გააცნობს ფართო საზოგადოებას 14, 15 დ 16 ივნისს გამართული პრეს–კონფერენციების მეშვეობით.