10 დეკემბერს, ”ევროპის სახლში” საქართველოს ეროვნული პლათფორმის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია „საქართველოს ეროვნული პლატფორმა - რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ".  

 

10-12-2013

CDD-ს თავმჯდომარე, ქეთევან ჩაჩავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. 

5-12-2013

4 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა 2013 წელს განხორციელებული ფართომასშაბიანი ახალგაზრდული პროექტების: „გადაწყვეტილება შენზეა!“–სა და „არჩევანი შენზეა!“–ს შემაჯამებელი ღონისძიება.

5-12-2013

2013 წლის  1 დეკემბერს,  ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიღვნილი ღონისძიება გამართა, ღონისძიებას აჭარის რეგიონის 100–ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურს ცენტრების უფროსები, სკოლის დირექტორები და სხვა საპატიო სტუმრები, ასევე ადგილობრივი მას–მედია.

2-12-2013

25 ნოემბერს განვითარებისა და დემოკრატიიც ცენტრის (CDD)–ს წარმომადგენლებს BRIDGE - ის პროგრამის (Building Resources in Democracy, Governance and Elections - დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარება) სერტიფიკატები გადაეცათ. 

29-11-2013

იხილეთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება, რომელშიც უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისადმი გამოთქმულია სოლიდარობა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

26-11-2013

შემაჯამებელი ოქმები რიგ უბნებზე დამოწმებული გახლდათ ერთ – ნაკვეთურიანი (231 უბანი), ან უნაკვეთურო ბეჭდით (33), შემაჯამებელ ოქმები გვხვდება ბეჭდის გარეშეც (42). რიგი ოქმები არ იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრთა მიერ ხელმოწერილი, ან არ იკითხება ბეჭედი, ოქმებში გაკეთებულია შესწორებები და სხვ. სულ ჩვენს მიერ ზემოთხსენებული ხარვეზებით აღმოჩენილი იქნა: 380 ოქმი.  

14-11-2013

13 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციენის წარმომადგენლებმა საარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე შეაფასეს და ამ დორისათვის შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს.

13-11-2013

12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცესკომ 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საბოლოო შედეგების მიხედვით: გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62.12% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 21.72%, ნინო ბურჯანაძემ 10.19%, შალვა ნათელაშვილმა 2.88%, და გიორგი თარგამაძემ 1.06%.

12-11-2013

გამოვლინდნენ „გადაწყვეტილება შენზეა“ კონკურსების გამარჯვებულები: ფოტო კონკურსის  „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები: თამარ ანდღულაძე, ეკატერინე საჩიშვილი და ვახტანგ თაქთაქიძე. სლოგანების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები: დავით ჯავახიშვილი, გიორგი ბეგაშვილი და ნატა პატარაია. ვიდეო კლიპების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები ვიდეოები არიან: N 3, 4 და 5.

11-11-2013