განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
26-27 ივნისს, სასტუმროში „ლოპოტა რეზორტ“ გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის სამოქმედო გეგმის შემუშავებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინე ბენდელიანი.
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთათვის, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, ორდღიანი სემინარი გაიმართა, სადაც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ექსპერტმა ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ ისაუბრა და სტუდენტებთან ერთად მითების სიმულაციურ თამაშში მიიღო მონაწილეობა.
არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ღია წერილით მიმართავენ
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში (GFSIS) საქართველოს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პლატფორმის წევრი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება საქართელოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სასტიკად გმობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად ახორციელებს პროექტს "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში"
25–27 მაისს ქალაქ ოდესაში (უკრაინა), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის ჩატარდა სემინარი თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადვოკატირება“.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბნ. დავით ბაქრაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია.