იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე დასკვნითი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" წარმომადგენლებმა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
საკითხის სიმძიმის გათვალისწინებით, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ეხმაურება სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯაროდ გავრცელებისა და ჩვენების ფაქტებს და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის სენსიტიურობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია პროცესი იყოს ღია, ობიექტური, გამჭვირვალე და თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევებისგან.
საქართველოს რეგიონებსა და თბილისში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ.
იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეიდან საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყო. საორგანიზაციო კომისიის საქმიანობაში, წევრის სტატუსით, მონაწილეობს "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
26 სექტემბრიდან განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.
17 სექტემბერს, ახალციხის USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" გაიხსნა.