8 სექტემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული რეფორმების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელი ნინო გვარამია.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისათვის გაიმართა სემინარი „საქართველო და ევროკავშირი“.
პროექტი "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" დასრულდა.
2016 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი არჩევნების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდა და საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის შესახებ პროექტი წარუდგინა. შეხვედრაზე იმყოფებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინა ბენდელიანი.
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთობლივ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.
2016 წლის 21 აგვისტოს გორთან მომხდარ ავტასაგზაო შემთხვევას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის შიდა ქართლის ყოფილი კოორდინატორი შორენა ყაყიტაშვილი და მისი ორი ახლო ნათესავი ემსხვერპლა.
იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინა ბენდელიანი.
პროექტის დასახელება: სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში
პროექტი ხორციელდება: სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: 7 აგვისტო - 7 ოქტომბერი.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშესაწყობად ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში".
2-4 აგვისტოს CDD-ს ორგანიზებით, დაბა გუდაურში მდებარე სასტუმროში "მარკო პოლო", საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".