2016 წლის 12 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.

12-02-2016

 

შემოქმედის ეპარქიასთან არსებულ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

 

8-02-2016

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გარდაბნის N21 საარჩევნო ოლქში, 2016 წლის 28 იანვარს, კენჭისყრის პროცესმა მეტწილად ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.

29-01-2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

28-01-2016

13:00 საათისათვის, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირდა რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება, ამომრჩეველთა სიაში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს დახვდა მის გრაფაში ხელმოწერა. დაფიქსირდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში გამორჩენის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ მაღალია გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა, რიგ შემთხვევაში აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 3%-ს.

28-01-2016

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 28 იანვრის გარდაბანის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 20 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. მისია ასევე დააკვირდება ვაზიანში განთავსებულ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ N64 საარჩევნო უბანს.

 

27-01-2016

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ, რომელთა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი 28 იანვარს ხმას სპეციალურ უბანზე მისცემს.

24-01-2016

2016 წლის 11 - 13 იანვარს სასტუმრო "ბორჯომ პალასში", ‪CDD‬-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".

13-01-2016

2016 წლის 8 - 10 იანვარს, ბორჯომში ‪CDD‬-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".

10-01-2016

 

ალავერდის ეპარქიასთან არსებულ - წმინდა შალვა, ბიძინა და ელიზბარის სახელობის ქ. თელავის ზ/ს საშუალო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

24-12-2015