იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.

2-11-2015

 

სასტუმრო "თბილისი მერიოტში", გაიმართა კოალიცია "ქართული ოცნების" შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდა "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

2-11-2015

 

CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა.

 

31-10-2015

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით 11 საათისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.

31-10-2015

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 30 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დაკვირდება 2015 წლის 31 ოქტომბერის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

30-10-2015

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" (CDD) გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიღებულ  გადაწყვეტილებას ეხმიანება და  საქართველოს არჩევას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად მნიშვნელოვნად აფასებს.

29-10-2015

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აგრძელებს პროექტის "პოლიტიკის სკოლა" განხორციელებას.

27-10-2015

 

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე დასკვნითი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.

26-10-2015

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" წარმომადგენლებმა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. 

23-10-2015

 

საკითხის სიმძიმის გათვალისწინებით, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ეხმაურება სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯაროდ გავრცელებისა და ჩვენების ფაქტებს და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

20-10-2015